- სამყარო გაციფრულდა.
2020 წელი ნამდვილად ციფრული ტექნოლოგიების წელი იყო. ურთიერთობი გახდა ციფრული და ამან გავლენა მოახდინა ადამიანურ რესურსებზეც. HR დეპარტმენტები მთელს მსოფლიოში დგანან იმ ამოცანის წინაშე თუ როგორ მოახდინონ თანამშრომლების შერჩევა და დაქირავება ელექტრონული ფოსტის და ვიდეოზარების მეშვეობით.
- დისტანციური ორგანიზაციული კულტურის დანერგვა.
დიჯიტალიზაციის გარდა, ორგანიზაციებს მოუხდათ ყოველდღიური ურთიერთობის და პოზიტიური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება დისტანციურად. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მარტივი უზრუნველყო თანამშრომლების ეფექტური მუშაობა მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება არის მიმართული პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზიზსა და დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდაზე.
ახლა ისე როგორც არასდროს არის მნიშვნელოვანი ჩვენი კომპანიის ორგანიზაციულ კულტურაზე მორგებული თანამშრომლების შერჩევა რადგან ეს გავლენას ახდენს მთელს კომპანიაზე. ის კომპანიები, რომლებიც ქმნიდნენ ძლიერ ორგანიზაციულ კულტურას პანდემიამდე უფრო ადვილად შეეგუენ ახალ რეალობას.
საკმაოდ საინტერესოა ისიც, რომ Glassdoor-ის კვლევების საფუძველზე, რომელიც ჩატარდა მიმდინარე წლის შუა თვეებში, ცხადი გახდა, რომ კომპანიის კულტურისა და ღირებულების რეიტინგი ფორტუნა 500-ის სიის მიხედვით აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით მკვეთრად გაიზარდა.
- დისტანციური დასაქმება და კანდიდატებთან ურთიერთობების აგება.
კარანტინის გამოცხადებისას ვერავინ წარმოედგინა, რომ ეს პერიოდი ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა. კომპანიებმა შეაჩერეს რეკრუტინგი რამდენიმე კვირით. თუმცა მალევე გახდა გასაგები, რომ დისტანციური მუშაობა უფრო მეტხანს გაგრძელდებოდა, ვიდრე ვვარაუდობდით, – დისტაციურად კადრის შერჩევა გახდა ახალი ნორმა. სამუშაოზე აყვანის დისტანციური მეთოდი მოითხოვს მეტ პროფესიონალიზმს რეკრუტერების მხრიდან, რათა მოახერხონ კადრთან მჭიდრო ურთოეერთობის დამწარება დისტანციურად.
ასევე არსებულ თანამრომლებთან აქტიური კომოუნიკაციის შენარჩუნება იყო გადამწყვეტი კომპანიის შიდა ორგანიზაცილი კულტურის შენარჩუნებისათვის.
- ვებინარების და ონლაინ განათლების წელი.
ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა ამ წელს იყო ვებინარების და ონლაინ განათლების მკვეთრი ზრდა. ყველას, ვინც სახლში ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს შეეძლო გაევლო ონლაინ ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებებით და გაეფართოვებინა თავისი ცოდნის არეალი.
ონლაინ შეხვედრები ასევე მნიშვნელვანი საშუალება გახდა კომპანიაში HR-ული პროცესების წარსამართად.
საბოლოოდ, 2021 წელში გადასვლისას შეგვიძლია ვთქვათ რომ 2020-მა წელმა მთელი რიგი პროცესების დიჯიტალიზაცასთან ერთად გვასწავლა ურთიერთობების ჩამოყალიბება ახალ რეალობაში, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ.